"ევროპული საქართველო" ხელისუფლების მიმართ 15-მდე ბიზნესასოციაციის მიმართვას ეხმაურება. აკაკი ბობოხიძის თქმით, დღეს გაჩერებული ეკონომიკა ქვეყნისთვის არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ხოლო "ქართული ოცნება" ამ გამოწვევას პასუხობს ვალების აღებით და არა ეკონომიკის გახსნით.
"მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი გამოწვევა, ეკონომიკურ პრობლემებს "ქართული ოცნება" პასუხობს მხოლოდ ვალების აღებით და არა ეკონომიკის გახსნით. ეკონომიკის გახნის გარეშე ვფიქრობ, გველოდება ძალიან მძიმე მომავალი და ეს მძიმე მომავალი იქნება ქართველი ხალხის პრობლემა და არა "ქართული ოცნების" ჩინოვნიკების, რომლებიც მშვენივრად გრძნობენ თავს და პირიქით, ჩვენი სახელით აღებულ ვალებში მათ ხელი აქვთ ჩაყოფილი და თავიანთი მომავლის უზრუნველყოფას ახერხებენ.
ეკონომიკის გახნის გარეშე მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არ არსებობს და დღეს "ქართული ოცნება" მხოლოდ იმაზე უნდა გველაპარაკებოდეს თუ როგორ აპირებს ის 1 თებერვლის მერე ეკონომიკის გახსნას. სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებმა" აირჩია ყველაზე მარტივი გზა, დაკეტოს ყველა და ყველაფერი. მთავრობას არამარტო უნდა ჰქონდეს გეგმა, არამედ ამას უკვე უნდა აცხადებდეს, თუ ქართული ოცნება აპირებს რომ რამე გახსნას, ის ამ შემთხვევაში ბიზნესს უკვე უნდა ეუბნებოდეს ამის შესახებ.
რას აპირებს "ქართული ოცნება" არ ვიცი; მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და მათ შორის ეკონომიკურმა აგენტებმაც უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი თუ როგორ ვაიძულოთ "ქართული ოცნება", რომ ჩვენი გეგმის მიხედვით გახსნან ეკონომიკა, რადგან შეუძლებელია ისეთი მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, მსგავს პირობებში დიდხანს გაძლოს", - განაცხადა ბობოხიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი