მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქუთაისში ტურებს ვერ ვგეგმავთ, რადგან დაცული ტერიტორიები დღემდე დაკეტილია“ – WST

60a51581edf1b
ვიქტორია მღებრიშვილი
19.05.21 21:38
868
შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით მოქმედი კომპანია World Sightseeing Tbilisi, რომელიც უცხოელ მოგზაურებს ტურებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სთავაზობს, ამ დროისთვის გარკვეული მიმართულებებით ტურისტულ პაკეტებს, დაცული ტერიტორიების უმოქმედობის გამო, მომხმარებელს ვერ სთავაზობს. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გერმანე ჭელიძე BM.GE-სთან საუბრისას ქუთაისს ასახელებს.

მისი თქმით, კომპანიამ მეორე ლოქდაუნის შემდეგ ოპერირება 1 მარტიდან დაიწყო და არსებული "კომენდანტის საათის" გამო უცხოელ მოგზაურებს რეგიონებში გასვლას ვერ სთავაზობდა, ახლა კი ამ კუთხით მათ სხვა გამოწვევები შეექმნათ. 

„ახლა ტურისტებში ძალიან მოთხოვნადია, ყაზბეგი, ბორჯომის მხარე. მოთხოვნა იყო ასევე ქუთაისზე, თუმცა პრომეთეს და სათაფლიის მღვიმეები დაკეტილია და ამ მიმართულებით ტურს ვერ ვგეგმავთ, მარტო გელათს ხომ ვერ ვანახებთ?! ჩვენი ტურები კომპლექსურია და მოიცავს როგორც კულტურულ-ისტორიულ ნაწილს, ასევე სათავგადასავლოს.

მანამდე კომენდანტის საათის პირობებში დროში ვერ ვეტეოდით და რეგიონში ამიტომ ვერ გაგვყვავდა მოგზაურები, თუმცა ახლა ჩავიყვანოთ და არაფერი ვანახოთ, ასე არ გამოდის“, - ამბობს გერმანე ჭელიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ დღეისთვის კომპანია ტურისტებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და უკრაინიდან მასპინძლობს.

შეგახსენებთ: დაცული ტერიტორების გახსნის მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა. დღეისთვის BM.GE-ის ინფორმაციით, საქართველოში 5 დაცული ტერიტორია დახურულია. დაცული ტერიტორიების სააგენტოში კი მათი ამოქმედების დროს ვერ ასახელებენ.