მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაკეთდა არჩევანი "საპარტნიორო ფონდის" ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე?- თურნავას განმარტება

613f375a03775
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.21 15:39
768
„როცა ესა თუ ის ბერკეტი სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას ემსახურება, ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს“ - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა BM.GE-ის კითხვას, რატომ და რა ფორმულით დაფინანსდება ბიუჯეტიდან საპარტნიორო ფონდი.

საქმე ისაა, რომ საქართველოს პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიხედვით "საპარტნიორო ფონდი", 2022 წლიდან სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ „საპარტნიორო ფონდების“ მსგავსი სუვერენული ფონდების საჭიროება მსოფლიოში არსებობს. მისი ინფორმაციით, ფონდთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას სახელმწიფო მოგვიანებით წარადგენს.

„მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, იმიტომ რომ „საპარტნიორო ფონდი“ სპეციალური კანონით შექმნილი კომპანიაა. სანამ ამ პაკეტის საბოლოო განხილვა არ მოხდება, რა თქმა უნდა, საბოლოო ფორმაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა გეტყვით „საპარტნიორო ფონდის“ და მისი მსგავსი სუვერენული ფონდების საჭიროება მსოფლიოში არსებობს. განსაკუთრებით მცირე ბიზნესები კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ცუდ დღეში ჩავარდნენ და ზოგადი პრობლემა, რაც სახეზეა და რომელსაც ჩვენ წარმატებით ვუმკლავდებით, ეს კაპიტალის, შემოსავლის და ფულადი სახსრების ნაკლებობაა. ერთი მხრივ მთავრობამ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გააფართოვა და ჩვენი თანადაფინანსებული პროცენტით ბიზნესს უფრო მეტი სესხის მოზიდვის, საქმის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის ძალიან იაფი ფულის ჩასხმის საშუალებას მისცა, თუმცა „საპარტნიორო ფონდი“, როგორც კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს უნიკალური ინსტრუმენტი არ არის, სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი საინვესტიციო ფონდები მოქმედებენ და განსაკუთრებით მასზე მოთხოვნა ახლა დიდია.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, როდესაც ესა თუ ის ბერკეტი სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას ემსახურება, ის ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს და ანგარიშვალდებული უნდა იყოს. მაგრამ რეფორმის მნიშვნელობა „საპარტნიორო ფონდის“ კორპორატიზაციაშია, ისევე როგორც სხვა მსხვილი საწარმოსი. ეს ნიშნავს უფრო გამჭირვალე საერთაშორისო კორპორატიული სტანდარტების მართვის სტრუქტურას, შესაბამისი „ბორდით“, როგორც ეს სახელმწიფო ელექტროსისტემაშია, მაგრამ კიდევ ვამბობ, ეს ჯერ კიდევ განხილვაშია და როდესაც საბოლოო სახე მიეცემა, ამაზე ცალკე ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.