მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

RKO-ს ექსკლუზიური პროდუქტი ლონდონში მაღაზია Caramel-ში გაიყიდება

5fb6bdaba5bf1
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.20 00:40
1627
საბავშვო ხელნაკეთი სამოსის და აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია RKO-ს პროდუქცია ექსკლუზიურად ლონდონში ბრიტანულ პრემიუმ ბრენდის მაღაზია Caramel-ში გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის თანადამფუძნებელი თამარ მესარკიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

აღსანიშნავია, რომ RKO-ს ნაქსოვი პროდუქცია სექტემბერში დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, ჩინეთთან, კორეასა და დანიასთან ერთად საფრანგეთშიც გავიდა. ახლა კი, ქართული ხელით ნაქსოვი საბავშვო ხაზით ბრიტანული პრემიუმ ბრენდიც დაინტერესდა. სწორედ Caramel-თან თანამშრომლობით შეიქმნა RKO-ს ექსკლუზიური ხაზი.

„არ შემეძლო ეს პოსტი არ დამეწერა... დიდი ხანია, ამ დღეს ველოდებით და როგორც იქნა მოვიდა. დღეს "რკო" ლონდონში, Caramel-ის მაღაზიაში გავაგზავნეთ, სადაც ჩვენი ერთობლივად შექმნილი Caramel x RKO ქუდები და ხელთათმანები ექსკლუზიურად გაიყიდება. ცოტა ხნის წინ ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ასეთი პრესტიჟული კომპანია თანამშრომლობისთვის ჩვენ აგვარჩევდა.

Caramel არის ბრიტანული პრემიუმ ბრენდი, რომელიც დახვეწილი სტილით და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

ყველაფერი კი 2020 წლის იანვრიდან დაიწყო, როდესაც მონაწილეობას ვიღებდით საფრანგეთში Playtime Paris საბავშვო გამოფენაში. მოულოდნელად რკოს სტენდს ქ-ნი ევა (Caramel-ის დამფუძნებელი) თავად ეწვია, რომელიც მოიხიბლა ჩვენი ხელნაკეთი ნაქარგიანი კოლექციით. გავცვალეთ კონტაქტები შესაბამისად და მრავალთვიანი მუშაობის შემდეგ შევქმენით ერთობლივი პროდუქტი Caramel x RKO ქუდები და ხელთათმანები“, - წერს თამარ მესარკიშვილი სოციალურ ქსელში.