მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის SWIFT-დან გათიშვა ევროპას ამ ეტაპზე არ სურს - ჯო ბაიდენი

6217da944c97c
BM.GE
24.02.22 23:22
3291
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვა, ჯერჯერობით, არ იგეგმება და რომ ევროპას ამ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების მიღება არ სურს. 

„რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა ყოველთვის არის ვარიანტი, თუმცა ამჟამად ეს არ არის ის, რასაც ევროპა ისურვებს რომ განახორციელოს“, - განაცხადა მან ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იგივე შედეგები ექნება, უფრო მეტიც კი, ვიდრე რუსეთის SWIFT-დან გათიშვას.

ჯო ბაიდენმა რამდენიმე წუთის წინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა.