მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ღვინოს ყველაზე მკაცრი პირობებით ვყიდით - Schuchmann Wines

5e29677f5fe8b
ვიქტორია მღებრიშვილი
23.01.20 17:10
1864
ჩვენი აქტიური პოლიტიკაა, რომ სხვადასხვა და ნაკლებ რისკიან ბაზრებზე ვიყოთ წარმოდგენილები, - ამის შესახებ BM.GE-ს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობის შესახებ საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, „შუხმან ვაინსი“ 2020 წელსაც გააგრძელებს თავისი სტრატეგიით მოქმედებას და მათი პროდუქციის ექსპორტში მაღალრისკიან რუსეთს 3-5%-მდე დაუთმობს.

"ორიენტირი 2020-ში გადატანილი გვაქვს აზიის მდიდარ ბაზრებზე“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

„შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის შეფასებით, რუსეთი კომპანიისთვის მნიშვნელოვან ბაზრად რჩება რისკების შეფასების მხრივ.

„რუსეთის ბაზარი ჩვენთვისაც არის მნიშვნელოვანი ბაზარი, ვინაიდან ეს არის ჩვენთვის მაღალი რისკის შემცველი ბაზარი გამომდინარე რიგი მოვლენებისგან, შესაბამისად ჩვენს გეგმაში რუსეთის წილი ექპორტში მხოლოდ 3-5% გვაქვს.

ბოლო პერიოდში რუბლის დევალვაციამ, ანუ ეკონომიკურმა უარყოფითმა ფაქტორებმა ზოგადად თანხის ამოღებებაში პრობლემები გააჩინა, შესაბამისად რუსეთში ღვინოს ყველაზე გამკაცრებული პირობებით ვყიდით. რაც ნიშნავს 100%-იან წინასწარ გადახდა, არანაირი კონსიგნაცია. თუ ვინმეს სურს ჩვენთან თანამშრომლობის დაწყება, ის მზად უნდა იყოს ინვესტირება განახორციელოს, ანუ წინასწარ გადაიხოს, შეისყიდოს და შემდეგ უკვე მიიღოს საქონელი“, - განმარტა კომპანიის გენდირექტორმა.

ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით 2019 წელს ღვინის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა, ხოლო საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ბაზარი იკავებს.