მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში უცხოური ინვესტიციები 10-წლიან მინიმუმზეა - 6 თვის სტატისტიკა

5f57356b4060e
შოთა ტყეშელაშვილი
08.09.20 12:00
2810
2020 წლის პირველ ნახევარში, COVID-19-ის კრიზისის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით მხოლოდ $409.6 მილიონი დოლარი შემოვიდა - ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში წლის პირველ ნახევარში შემოსული ინვესტიციების მინიმალური მაჩვენებელია, 2019 წელთან შედარებით კი 25.6%-ით ნაკლებია. 

პირდაპირი უხოური ინვესტიციების მოცულობა დღევანდელზე მცირე მხოლოდ 2010 წლის პირველ ნახევარში იყო და ის $387 მილიონს შეადგენდა.

ინვესტიციების კლება სექტორების უმეტესობაში განხორციელებული ინვესტიციების ვარდნას უკავშირდება. კერძოდ FDI-ის კლება სექტორების მიხედვით ასეთია:
  • საფინანსო სექტორი - $173,2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 628% ;
  • უძრავი ქონება - $41,9 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან -146% ; 
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა - $38,0 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 124% ; 
  • მშენებლობა - $36,5 მილიონი დოლარი, კლება წინა
  • წელთან 289% ; 
  • ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - $33,6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -49% ; 
  • დამამუშავებელი მრეწველობა - $25,2 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -62% ;
  • სასტუმროები და რესტორნები - $18,1 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -77% ; 
  • ენერგეტიკა - $9,3 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -94% ;
  • სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $6,4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 137% ;
  • ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $1,8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -80% ; 
  • დანარჩენი სექტორები - $25,5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -88%.
გასული წლების განმავლობაში ინვესტიციების მაქსიმალური ოდენობა 2017 წელს დაფიქსირდა და ის $1.96 მილიარდ დოლარს შეადგენდა, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო ($462 მლნ დოლარი), რაც შაჰ-დენიზის მილსანდენის მეორე ფაზის მშენებლობას უკავშირდებოდა, თუმცა ამ საინვესტიციო პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, მნიშვნელოვანი ახალი ინვესტორი კი არ გამოჩენილა.

2018 წელს ინვესტიციები 35.5%-ით შემცირდა და მან $1.26 მილიარდი დოლარი შეადგინა, 2019 წელს კი ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში საქართველოში ახალი ინვესტორის სახით ირლანდია გამოჩნდა, რაც "აჭარაბეთის" ირლანდიურ კომპანია Flutter-ზე გაყიდვას უკავშირდებოდა. შესაბამისად, გასულ წელს ირლანდიიდან ინვესტიციის სახით $132.7 მილიონი დოლარი შემოვიდა.

2020 წელს კი COVID-19-ის კრიზისის გამო, ინვესტიციები დამატებით შემცირდა.

უფრო დეტალურად, 2020 წლის მეორე კვარტლის FDI-ის შესახებ იხილეთ ბმულზე.