საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12,5% შეადგინა.
გთავაზობთ ტოპ -10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით(საქსტატის მონაცემებით).
1. კომბოსტო - ფასი გაიზარდა 96,7%-ით;
2. ბადრიჯანი - 74,8%-ით;
3. ქლიავი - 58,4%-ით;
4. თერმომეტრი - 47,6%-ით;
5. ბენზინი - 44,7%-ით;
6. ლურსმანი - 43,7%-ით;
7. კვერცხი - 41,6%-ით;
8. ყურძენი - 41,4%-ით;
9. მზესუმზირის ზეთი - 40,8%-ით;
10. დიზელის საწვავი - 40,4%-ით.
ასევე გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2021 წლის ნოემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. მამაკაცის შარვალი - ფასი შემცირდა 17,2%-ით
2. ქალის ქვედაკაბა - (-16,8)%-ით;
3. ლიმონი - (-12,0)%-ით;
4. მამაკაცის პერანგი - (-10,7)%-ით;
5. თვითმფრინავით მგზავრობა - (-10,2)%-ით;
6. ახალი მსუბუქი ავტომობილი - (-8,8)%-ით;
7. ხახვი - (-8,7)%-ით;
8. ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ - (-8,1)%-ით;
9. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი - (-6,9)%-ით;
10. ქალის საზაფხულო კაბა - (-6,3)%-ით.