მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ჩადო ფული საქართველოში? - TOP-20 უცხოელი ინვესტორი

5f5747b0e1479
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.20 14:20
2512
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპრი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა და 237.8 მლნ დოლარი შეადგინა.

ამასთან 2020 წლის პირველი ნახევრის ჯამური ინვესტიციების მოცულობა 2019 წლის 6 თვესთან შედარებით 140.7 მლნ დოლარით შემცირდა და 409.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25.56%-ით ნაკლებია. 

BM.GE დაინტერესდა - რომელმა კომპანიებმა განახორციელეს ინვესტიციები მეორე კვარტალში. საქსტატიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში უმსხვილესი ინვესტორი კომპანიის TOP-20-ეული ასეთია(საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):

• შპს აგრიჯორჯია;
• აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
• შპს მაგთიკომი;
• შპს თბილისი ენერჯი;
• სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური;
• სს RMG Copper;
• შპს RMG Gold;
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია;
• შპს აჭარა ტექსტილე;
• სს დარიალი ენერჯი;
• სს მეტრო ავრასია ჯორჯია;
• სს მარუსია (საქართველო);
• შპს აჭარისწყალი ჯორჯია;
• შპს ენკა რინიუებლზ;
• შპს ჯინო პარკი;
• შპს საქართველოს ცემენტის კომპანია;
• სს ბიჯეო ჯგუფი;
• შპს ეიჩ ენდ ემ ჰენეს ენდ მაურიც ჯორჯია;
• სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია;
• შპს რეკან გრუპ ჯორჯია.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის ინფორმაციით, მთლიან ინვესტიციებში რეინვესტიციების მოცულობამ $144.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად FDI-ის 60.8%-ს შეადგენს.