„ვითხოვთ, სოციალური გასაცემლების (მათ შორის პენსიის) კონტრაქტთან დაკავშირებით გამჭირვალე ტენდერის ჩატარებას“, - ეს განცხადება „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, სადაც საუბარი შეეხო სახელმწიფოს მიერ 60 წელს ზემოთ პირებზე პენსიის გაცემის საკონტრაქტო პირობებში დაგეგმილ ცვლილებებსა და პროგრამაში სხვა ბანკების ჩართვის მიზნით ახალი ტენდერის გამოცხადების თემას.
ვასილ ხოდელის ინფორმაციით, ამ საკითხზე სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომისია ტენდერის გამოცხადებას 2021 წლის ბოლომდე გეგმავს.
"ვითხოვთ დროზე გაირკვეს ყველაფერი და ვითხოვთ ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვები, რომ არ ისმოდეს, გამჭირვალე ტენდერი ჩატარდეს, რომლის საფუძველზე გამოვლინდება ბანკი თუ ბანკები, რომლებიც ამ კონტრაქტს მოემსახურებიან. რა მოხდება - პასუხი არ მაქვს, არ ვიცი, კომისია შეიქმნა და მუშაობა მიმდინარეობს. ბანკები ამ კომისიაში არ არიან. ნათქვამია, რომ წლის ბოლომდე ტენდერი უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა ვასილ ხოდელმა.
კითხვაზე, მისცემს თუ არა ბანკს გამართული მუშაობის საშუალებას, პარლამენტში გაჟღერებული ინიციატივა სახელმწიფოს მიერ საპენსიო სესხების პროცენტის სუბსიდირება, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ თუ პირობები მისაღები იქნება, მაშინ ეს საკითხი ბანკისთვის საინტერესო იქნება.
„სუბსიდირება მიიყვანს თუ არა იმ მიზნამდე, რაც კონკრეტული ტიპის პროდუქტზე სესხის პროცენტის შემცირებაა, თეორიულად ამის შესაძლებლობა არის ამ მიზნამდე მიიყვანოს დაინტერესებული მხარე. ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ პირობები მისაღები იქნება და სერვისის მიწოდება შესაძლებელი იმ ფასად, რომელიც სერვისის მიმწოდებლისთვისაა მისაღები, მაშინ ჩვენთვის ეს თემა საინტერესო იქნება. რაც შეეხება სუბსიდიას, ეს ბანკის გემოვნების საკითხი არ არის. დამკვეთმა, ანუ სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს აწყობს თუ არა სერვისის სუბსიდირებაზე გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ვასილ ხოდელმა.
მისი თქმით, ტენდერის გამოცხადების შემდეგ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები „ლიბერთი“ უფროსი თაობის მომხმარებლის ერთგული დარჩება.
„ჩვენ სხვადასხვა ტიპის პროდუქტები დავაანონსეთ, რომელიც ახალი „ლიბერთის“ ეგიდის ქვეშ იყო და ასევე სპეციალური ხაზი ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვისა. ჩვენი პასუხია, რომ როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ყველას ერთგული დავრჩებით, მათ შორის უფროსი თაობის წარმომადგენელბისა, რომლებიც ურთიერთობის გაგრძელებას ჩვენთან გადაწყვეტენ“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, პენსიის გაცემის შესახებ ახალი ტენდერის ჩატარების საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტში საპენსიო სესხების პროცენტთან დაკავშირებით პარლამენტში დისკუსია გაიმართა, სადაც დასმულ კითხვებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი პასუხობდა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა პარლამენტში მას შემდეგაც არაერთხელ შედგა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საპენსიო გასაცემლის მიმართულებით 2022 წელს სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა იწურება. რისთვისაც საპენსიო სესხების საკითხზე სახელმწიფომ მიმდინარე წელს სპეციალური კომისია შექმნა, რომელმაც პირველი სხდომა აგვისტოში გამართა. შეხვედრაზე სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობები განსაზღვრა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება