მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wissol-ში საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ

6050c831d90f7
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.21 00:01
2140

„ვისოლის“ გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში ის კიდევ უფრო გაძვირდება. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა.

„ამ ეტაპზე მძიმე სურათი გვაქვს. დღეს საწვავს თითქმის თვითღირებულების ფასად ვყიდით და შემდგომ პერიოდშიც ფასების კორექტირება ზრდის კუთხით მოხდება“, - თქვა მან.

ვასილ ხორავა განმარტავს, რომ კომპანიის ინტერესი საწვავზე დაბალი ფასების შენარჩუნებაა, თუმცა იმპორტისა და რეალიზაციის პროცესში ისინი საბაზრო ეკონომიკის სხვადასხვა ფაქტორზე არიან დამოკიდებულნი.

"ჩვენი მოლოდინები და სურვილია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასები არ გაიზარდოს. დღეისთვის მინიმალურ შესყიდვებს ვახორციელებთ, რათა მარაგები გაძვირებული საწვავით არ შევიქმნათ. ეს ადგილობრივ ბაზარზე ფასების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას გამოიწვევს. როგორც კი საერთაშორისო ბაზარზე ფასები დაიწევს, გამოვიყენებთ ამ მომენტს და მარაგებს შევისყიდით, რათა შიდა ბაზარზე ფასები შემცირების კუთხით დაკორექტირდეს.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, დღეს მოლოდინები როგორც - ზრდის ასევე შემცირების კუთხით, მრავალფეროვანია. თანმიმდევრულები უდნა ვიყოთ; სამწუხაროდ, საქართველო არაა ნავთობმომპოვებელი ქვეყანა და არ გვაქვს საშუალება, რომ საბაზრო ეკონომიკის გარდა სხვა ბერკეტი გამოვიყენოთ საწვავის შესყიდვისას, ამიტომ პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასად ვყიდულობთ“, - აღნიშნა „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი, წლის დასაწყისიდან, დაახლოებით, 30 თეთრით გაძვირდა, თუმცა მოხმარება არ შემცირებულა.