საფინანსო სექტორისთვის რეგულაციები გამკაცრდა. საყურადღებო/საეჭვო პირების გამოვლენის მიზნით თითოეულ ბანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს სპეციალურ ელექტრონულ სისტემასთან წვდომა ევალება, რათა უზრუნველყოს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების (მათ შორის, დანაწევრების) გამოვლენა და პირების ავტომატური გადამოწმება პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებში.
ასეთი პროგრამული სისტემის არქონა, ან მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირება შემდეგი ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს:
• ბანკები – 20 000 ლარის ოდენობით;
• მისო - 20 000 ლარის ოდენობით;
• სესხის გამცემი სუბიექტი - 15 000 ლარის ოდენობით;
• საგადახდო მომსახურების პროვაიდერი - 15 000 ლარის ოდენობით;
• ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - 10 000 ლარის ოდენობით;
• საკრედიტო კავშირი - 10 000 ლარის ოდენობით;
• პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ - 20 000 ლარის ოდენობით;
ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთან ან/და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებული ოპერაციების გამოვლენის შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვრება დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
• ბანკებისთვის – 10 000 ლარის ოდენობით ;
• მისოსთვის - 7000 ლარის ოდენობით;
• საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის - 7000 ლარის ოდენობით;
• ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის - 5000 ლარის ოდენობით;
• სესხის გამცემი სუბიექტისთვის - 7000 ლარის ოდენობით;
• პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ - 7000 ლარის ოდენობით;
• საკრედიტო კავშირებისთვის - 5000 ლარის ოდენობით;
„როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითების საფუძველზე, საფინანსო სექტორის წარმომადგენლები შეუერთდნენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს. წარმოდგენილი ცვლილებებით წესდება ჯარიმები ეროვნული ბანკის ზემოაღნიშნული წერილობითი მითითების დარღვევისთვის, ასევე ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც საფინანსო სექტორის წარმომადგენელი ვერ უზრუნველყოფს სანქცირებული პირების გამოვლენისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის გამართულ ფუნქციონირებას“, - აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.