მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„10 მაისს ვიმსეჯელებთ, არის თუ არა დრო, დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა" - არჩილ მესტვირიშვილი

644b7d8306910
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.23 12:10
1150
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, „დროა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დავიწყოთ“. ამის შესახებ მან ინფლაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფლაციის შემცირების ტენდენცია, ძირითადად იმპორტირებული პროდუქტის შემთხვევაში ვლინდება და ფასები ადგილობრივ პროდუქტზეც უნდა შემცირდეს. ამიტომ სებ-ი მიმდინარე თვის ინფლაციის მაჩვენებელს დააკვირდება და 10 მაისს გამართულ მპკ-ს სხდომაზე მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთზე გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს.

„მომავალი თვის 10 მაისს, გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ, არის უკვე დრო, რომ დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა, თუ არა. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ტენდენციებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა ხდება ადგილობრივი პროდუქციის ინფლაციის კუთხით. მთლიან ინფლაციას მკვეთრი შემცირების ტენდენცია აქვს, მაგრამ ეს ძირითადად იმპორტირებული პროდუქციის ხარჯზე ხდება. ჩვენ უნდა დავინახოთ ადგილობრივი პროდუქციის შემცირების ტრენდიც, იმისთვის რომ დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა. მიმდინარე თვის ინფლაციის მაჩვენებელი, რომ გახდება ცნობილი, ეს ჩვენთვის დამატებითი ინფორმაცია იქნება, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ინფორმაციისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჟამად 11%-ია, ხოლო მომდევნო სხდომა 10 მაისს არის ჩანიშნული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები