მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17.3 მილიარდი 11 თვეში - როგორ იცვლება ინტერნეტით გადახდის მაჩვენებლები?

ონლაინ-შოპინგი

საქართველოში ინტერნეტით გადახდის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქართული ბანკების ბარათებით ინტერნეტით გადახდა (იშუინგი) წლიურად 33%-ით გაიზარდა. გასული წლის 11 თვეში ინტერნეტით 17.3 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა. მათ შორის, ოქტომბერ-ნოემბერში ოპერაციების თვიურმა მოცულობამ 1.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ინტერნეტით გადახდები სულ უფრო პოპულარული ხდება. 2024 წლის იანვარ - ნოემბრის მაჩვენებლები თითქმის 2.5-ჯერ მეტია 2022 წლის ამავე პერიოდის მონაცემზე, 2021 წლის 11 თვის მაჩვენებელთან შედარებით კი, 195%-იანი ზრდაა.

ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციები (იშუინგი)

  • 2024 წლის 11 თვე - 17 373 023 000 ლარი
    2023 წლის 11 თვე - 13 048 739 000 ლარი
    2022 წლის 11 თვე - 7 201 764 000 ლარი
    2021 წლის 11 თვე - 5 890 217 000 ლარი
    2020 წლის 11 თვე - 4 200 526 000 ლარი

წყარო: ეროვნული ბანკი

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-გადახდები განსაკუთრებით გააქტიურდა 2023 წლის მარტიდან და თანხობრივად, ყოველთვიურად, 1 მლრდ ლარზე მეტი ოპერაციები სრულდება. ამასთან, ბოლო თვეებია ინტერნეტის მეშვეობით ყოველთვიურად 21 მილიონამდე ოპერაცია სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები