მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2019-2023 წლებში ცემენტზე მოთხოვნის 83% ადგილობრივ წარმოებაზე მოდიოდა - სებ

ცემენტი

2019-2023 წლებში ცემენტზე არსებული მოთხოვნის საშუალოდ 83% ადგილობრივ წარმოებაზე, ხოლო 17% - თურქეთსა და აზერბაიჯანიდან იმპორტზე მოდიოდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის სამშენებლო მასალების სექტორის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში როგორც ცემენტის იმპორტი, ისე ადგილობრივი წარმოება მზარდი იყო. 2023 წელს ადგილობრივმა წარმოებამ 877 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 193 მლნ ლარი.

საქართველოში ცემენტის იმპორტირებული მოცულობის 99% მოდიოდა აზერბაიჯანსა და თურქეთზე. ამასთან, საქართველოს მეზობელი ქვეყანა, თურქეთი, ცემენტის ყველაზე დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში.

კვლევის ძირითადი მიგნებების თანახმად:

  • 2020-2023 წლებში ეკონომიკურმა აქტივობამ და ძირითადი მასალების ფასების მატებამ განაპირობა სამშენებლო მასალების სექტორის ბრუნვის ზრდა;
  • ევროპასთან შედარებით, საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორი ხასიათდება უფრო მაღალი მოგებიანობის მაჩვენებლებით, თანაბარი კაპიტალის თანამონაწილეობის პირობებში;
  • სამშენებლო მასალების სექტორის დაკრედიტება ხასიათდება სტაბილური ზრდის დინამიკით, მაღალი ვალუტიზაციით და დაბალი კონცენტრაციით, სხვა ბიზნეს სექტორებთან შედარებით;
  • მსესხებელთა ანალიზისას გამოვლინდა, რომ საბანკო ვალდებულებების უდიდესი ნაწილი მოდის სარემონტო კატეგორიაში ოპერირებად მოვაჭრე კომპანიებზე;
  • სამშენებლო მასალების კატეგორიასთან შედარებით, სარემონტო მასალების კატეგორიაში ოპერირებადი კომპანიები ხასიათდება უფრო მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლებით;
  • სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის გადამხდელუნარიანობის ანალიზი ხაზს უსვამს მდგრადობას და მიუთითებს ზრდის პოტენციალზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები