2023-2026 წლებში ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის განთავსების ობიექტების რაოდენობა 310 ერთეულით გაიზრდება და ჯამში 2 523-ს მიაღწევს. ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის მიმოხილვაში იკითხება. დოკუმენტი უწყებამ დარგის წარმომადგენლებს გასული კვირის ბოლოს წარუდგინა და მიმოხილვასთან ერთად ის გეგმები გააცნო, რომელიც მომდევნო წლებშია გაწერილი.
განთავსების ობიექტების სტატისტიკის მიხედვით, დღეისთვის ქვეყანაში 2 213 განთავსების ობიექტია, საწოლების რაოდენობა კი 97 834-ია. უნდა აღინიშნოს, რომ 2020-2022 წლებში განთავსების ობიექტების რაოდენობას 170, საწოლი ადგილებს კი 10 100 დაემატა.
ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023-2026 წლებში საწოლი ადგილების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 36%-ით, ანუ 35 500 საწოლი ადგილით 133 359 საწოლ ადგილამდე გაიზრდება.
საწოლი ადგილების რაოდენობა ქვეყანაში წლების მიხედვით: