EU-ის მიერ “ინტერ რაოს” სანქცირება ხომ არ შეუშლის ხელს “თელასს” საბოლოო მფლობელისთვის დივიდენდის გაცემაში? - ამ კითხვით BMG-მ კომპანია “თელასს” ევროკავშირის მიერ “ინტერ რაოსთვის” დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე მიმართა.
როგორც ვიცით, ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია Inter Rao "თელასის ჯგუფის” 75.47%-ის მფლობელია, კომპანიის 24,52%-ს კი ქართველი ბიზნესმენის ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესჰოლდინგი ფლობს.
“თელასის” მენეჯმენტში BMG-ის განუცხადეს, რომ 2026 წელს, დივიდენდის გაცემას ისედაც არ გეგმავდნენ, რადგან სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თბილისის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია განახორციელოს, რაც ჯამურად 400 მილიონი ლარის ინვესტიციას მოიცავს. უშუალოდ მიმდინარე წელს კი, კომპანიას 74 მლნ ლარის ინვესტირება აქვს დაგეგმილი.
"თელასში” ირწმუნებიან, რომ წელს, დივიდენდის გაცემაზე უარი, მათ შორის, “ინტერ რაოსთვის”, ევროკავშირის სანქციებს არ უკავშირდება.
ცნობისთვის: 2024 წელს, “თელასმა” დივიდენდის სახით, 18 000 488 ლარი გასცა, 2025 წელს - 21 250 000 ლარი. რაც შეეხება “თელმიკოს” მიერ გაცემულ დივიდენდს, ფინანსური ანგარიშგების თანახმადვე, 2025 წელს 3,512,000 ლარია გაცემული, 2024 წელს კი - 2,078,000 ლარი.




























