მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

21 თებერვლიდან ფულადი გზავნილების სისტემა CONTACT აღარ ფუნქციონირებს - თიბისი ბანკი

TBC

2024 წლის 21 თებერვალს რუსულმა ფულადი გზავნილების სისტემა CONTACT-მა მუშაობა შეწყვიტა - ამის შესახებ "თიბისი ბანკი" საკუთარი ვებგვერდიდან იტყობინება.

თიბისის ინფორმაციით, სისტემის გაუქმების შესაბამისად, შეწყდა ფულადი ამანათების გაგზავნისა და განაღდების პროცესიც.

ბანკი მომხმარებლებს, რომლებიც CONTACT-ის საშუალებით გზავნის ელოდნენ, თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ, მოუწოდებს, რომ ხარვეზის შესახებ გამომგზავნს შეატყობინონ, რომელმაც, თავის მხრივ, ბანკს უნდა შეატყობინოს.

ბანკს უნდა დაუკავშირდეთ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ CONTACT სისტემის მეშვეობით განახორციელეთ გადარიცხვა, რომელიც ადრესატს არ მიუღია.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი საკითხს გამოიკვლევს და სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს, მანამდე კი ბანკი ფულადი გზავნილებისთვის “თიბისი”-ში არსებული ალტერნატიული სისტემებით სარგებლობას გირჩევთ.

21 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა „კივი-ბანკს“ (QIWI Bank) საბანკო ლიცენზია ჩამოართვა, CONTACT სისტემა კი, რომელიც "კივის" სერვისებში აქტიურად გამოიყენებოდა, გაუქმდა.

ცნობისთვის, მხოლოდ იანვარში CONTACT-ის სისტემით საქართველოში 36 მილიონი დოლარამდე გადმოირიცხა, 879 ათასი დოლარი კი ქვეყნიდან გადაირიცხა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკა CONTACT-ის სისტემით გადმორიცხული ფულადი გზავნილების ქვეყნების მიხედვით დაკვირვების საშუალებას არ იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები