ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის 6 თვეში ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1.3 მილიარდი ლარი დაუბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ ეს გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც დაბრუნებულმა თანხამ 1.2 მილიარდ ლარამდე შეადგინა.
შეგახსენებთ, 2024 წელს ბიზნესს დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის სახით 2.5 მილიარდი ლარი დაუბრუნდა. 2024 წელს დღგ-ს დაბრუნების მოცულობა 9%-ით, ანუ 215 მილიონი ლარით გაიზარდა.
გადასახადის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა, 2020 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე. ამ რეფორმის ამოქმედებამდე ბიზნესისთვის დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში არ ხდებოდა.




























