მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 თვეში ფულადმა გზავნილებმა $2 მილიარდს გადააჭარბა - უდიდესი წილი EU-ზე მოდის

ფულადი გზავნილები

2025 წლის პირველ 7 თვეში საქართველოში 2 მლრდ 520 მლნ აშშ დოლარს ფულადი გზავნილი შემოვიდა. სებ-ის ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაჩვენებელი 5%-ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც 1 მლრდ 954 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.

იანვარ-ივლისში საქართველომ ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აშშ-დან მიიღო, რომელსაც იტალია და რუსეთი მოსდევს. მაშინ, როდესაც გასულ წელს სამეულს რუსეთი ხსნიდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილს იტალია და აშშ იკავებდნენ. ეს ცვლილება იმან განაპირობა, რომ აშშ-დან და იტალიიდან გზავნილები გაიზარდა შესაბამისად 21%-ით და 8%-ით, რუსეთიდან კი მკვეთრი, წლიურად 28%-იანი კლება დაფიქსირდა.

წელს მიღებული ფულადი გზავნილებიდან უდიდესი წილი, 44.5% ევროკავშირზე მოდის, საიდანაც ჯამურად 913.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა. დსთ-ს ქვეყნებზე 20.5% მოდის, 34.95% კი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

მიმდინარე წელს ყველაზე მეტი გზავნილი შემდეგი 10 ქვეყნიდან მივიღეთ:

  1. აშშ - $382.5 მლნ
  2. იტალია - $351.4 მლნ
  3. რუსეთის ფედერაცია - $263.5 მლნ
  4. გერმანია - $172.4 მლნ
  5. საბერძნეთი - $164.5 მლნ
  6. ისრაელი - $158.6 მლნ
  7. თურქეთი - $61.6 მლნ
  8. ყირგიზეთი - $55.9 მლნ
  9. ესპანეთი - $52.1 მლნ
  10. ყაზახეთი - $46.8 მლნ

აღსანიშნავია, რომ Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2025 წელს ფულადი გზავნილები $3.5 მილიარდი იქნება

ივლისში საქართველომ 13%-ით მეტი, $337 მილიონის ფულადი გზავნილი მიიღო - სებ

აშშ, იტალია, რუსეთი... - რომელი ქვეყნებიდან გამოგზავნეს ივლისში ყველაზე მეტი თანხა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები