მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტამდე დანიშნული ავტობუსების მარშრუტის Google-ის სისტემაში ინტეგრირებაზე მუშაობს

ქუთაისის აეროპორტი
სტატიაში საუბარია:

ქუთაისის აეროპორტამდე დანიშნული ავტობუსების მარშრუტის Google-ის სისტემაში ინტეგრირებაზე ვმუშაობთ - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, გლობალურ საძიებო სისტემაში, ქუთაისი-აეროპორტი-ქუთაისის მარშრუტის ინტეგრირების მოთხოვნით საერთაშორისო კომპანიას ერთი თვის წინ მიმართეს, ასახვისთვის კი დროა საჭირო.

„Google-ს დაახლოებით 1 თვის წინ მივმართეთ. მანამდე ვმუშაობდით ტექნიკურ მონაცემთა ბაზაზე, რათა საძიებო სისტემაში მარშრუტის და ავტობუსის გაჩერებების სრულყოფილი ასახვა მომხდარიყო“, - აღნიშნავენ აეროპორტების გაერთიანებაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-აეროპორტი-ქუთაისის მიმართულებით სამი უახლესი SHUTTLE BUS 28 მარტიდან მოძრაობს. Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები აეროპორტების გაერთიანებამ შეისყიდა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შატლები ამჟამად დღე-ღამის განმავლობაში, ყოველ 2 საათში ერთხელ მოძრაობენ.

ქუთაისიდან აეროპორტამდე მოძრავი ე.წ. შატლების Google-ის სისტემაში ინტეგრაციის აუცილებლობაზე BM.GE-სთან ქუთაისში მოქმედი ტურისტული კომპანია Travel to Georgia-ს დირექტორმა ლაშა ბერეკაშვილმა ისაუბრა. ის ამბობდა, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უცხოელი ტურისტების მხრიდან მისაწვდომობა გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები