მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ პერიოდის განმავლობაში "თბილისი ენერჯიში" 70 მლნ ლარი გვაქვს ინვესტირებული - CBS ჯგუფი

63948d2f8bb0b
მარიამ იზორია
10.12.22 18:43
754
„თბილისი ენერჯი“ თბილისს 2019 წლის 3 მაისიდან ემსახურება მას შემდეგ, რაც კომპანია „CBS ჯგუფმა“ თბილისში უმსხვილესი გაზგამანაწილებელი კომპანიის 100% შეიძინა.

როგორც CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ გელენიძე გადაცემა Forbes Talks-ის ეთერში აცხადებს, 2019 წლიდან დღემდე კომპანიის მიერ „თბილისი ენერჯიში“ 70 მლნ ლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული. წელს კი საინვესტიციო გეგმა დაახლოებით $10 მლნ-ის ფარგლებშია.

„ამ პერიოდის განმავლობაში 70 მლნ ლარი გვაქვს ინვესტირებული. წლევანდელი საინვესტიციო გეგმა დაახლოებით $10 მლნ-ის ფარგლებშია. მომდევნო წლების განმავლობაში კი გაცილებით მსხვილი ინვესტიციების განხორციელება მოხდება.

ჩვენ კომპანია დროებითი მართვიდან გადავიბარეთ და უამრავი ღონისძიება განხორციელდა, რაც უპირველესად აბონენტების უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული. ძალიან დიდი ძალისხმევა იქნა მენეჯმენტის მხრიდან ამ მიმართულებით გაწეული. ამაღლდა მომხმარებლის ცნობიერება, იმასთან დაკავშირებით თუ რა არის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დანადგარი და ა.შ. გარდა ამისა, შეიქმნა გამართული „ქოლცენტრი“ - ამ ყველაფერმა ფატალური შედეგები მინიმალურამდე დაიყვანა.

საინვესტიციო ნაწილმა მაქსიმალურად უზრუნველყო ქსელში უსაფრთხო და მდგრადი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. 70 მლნ ლარი არ არის ცოტა, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელი იყო. ყოველწლიურად ათობით მლნ დოლარი დაიხარჯება, რათა ეს განვითარება იყოს მდგრადი“ - აცხადებს CBS ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ინფორმაციისთვის: კომპანია CBS ჯგუფი 2013 წელს ხვიჩა მაქაცარიამ დააფუძნა, სადაც ჰოლდინგის ჭრილში მოახდინა საკუთარი აქტივების მმართველი გუნდის გაერთიანება. CBS ჯგუფის მენეჯმენტი დღეის მდგომარეობით მაქაცარიას აქტივებს ისეთ მსხვილ კომპანიებში მართავს, როგორიც არის „თელასი“, „თბილისი ენერჯი“, „თელმიკო“, „ვიონი საქართველო - ბილაინი“ და სხვა.

"CBS ჯგუფი - გამჭვირვალე, ძლიერი, სტაბილური" - ხვიჩა მაქაცარია საკუთარ ბიზნესზე Forbes-თან საუბრობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები