ამერიკის ოქროს ხანა იწყება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩვენი ქვეყანა აყვავდება. ჩვენი ყველა ქვეყანას შეშურდება და საკუთარ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ ჩვენით ბოროტად ისარგებლონ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ამაყი, აყვავებული და თავისუფალი ქვეყნის შექმნა იქნება. ამერიკა მალე უფრო დიდი, ძლიერი და გამორჩეული გახდება, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა სასაზღვრო პოლიტიკის გამკაცრებაზე და წიაღისეული საწვავის განვითარების გაღრმავებაზე.
ცნობისთვის: დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.




























