მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში მარტთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაიზარდა

რეფინანსირების განაკვეთი
16.05.24 18:48
533
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკი აპრილის ინფლაციური მოლოდინების ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია, უფრო დეტალურად:

"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 0%-2%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების 0%-თან ახლოსა და 6%-8%-ის ზრდის ინტერვალში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, მარტთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-იან ზრდის ინტერვალსა და 6%- 8%-ის ფარგლებში ელოდებიან. თუმცა, ამის საპირისპიროდ, დაკლებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 2%-4%-ის ფარგლებსა და 8%-ზე
მეტად ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, აპრილში მარტთან შედარებით გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავდროულად, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 2%-4%-ის ფარგლებსა და 4%-6%-ის ინტერვალში ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, აპრილში მარტთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 20%-30%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავდროულად, შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს და 10%-20%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, აპრილში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მარტთან
შედარებით შემცირებულია,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები