"ქართული ოცნების" ხელისუფლების ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და ა.შ სიმპტომები, ეს ბუნებრივი თანმხლები პროცესია, პოლიცია კი, აქციებზე მოქმედებდა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ზედმიწევნით დაცვით.
მისი თქმით, რაიმე საბუთი, რომელიც ამტკიცებს, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერებები გამოიყენეს, არავის არ წარმოუდგენია.
"არავის აქვს რაიმე საბუთი, რომლის მიხედვითაც შსს-ს წარმომადგენლები მიმდინარე აქციების დროს რაიმე არასტანდარტულ საშუალებებს იყენებდნენ, ან რაიმეს, რომელიც არ არის დაშვებული, ნებადართული და გამართლებული კონვენციებით და ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, აქედან გამომდინარე, ამ თემაზე საუბარი, რადგან მითქმა-მოთქმას არ სცდებოდა, უფრო სერიოზულად ამ საკითხის განხილვის საჭიროება არ არის.
პოლიცია მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის კანონის, კანონმდებლობის, საერთაშორისო საერთაშორისო სტანდარტებითა და კონვენციებით, მათ შორის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისპრუდენციის ზედმიწევნით დაცვით, ეს არის რა თქმა უნდა, ცრემლსადენი კაფსულები თუ წიწაკის სპრეის საშუალებები, რომელიც ნებადართულია მართლსაწინააღმდეგო მიტინგის დასაშლელად. ინტოქსიკაცია, ცრემლდენა და ა.შ სიმპტომები, ეს ბუნებრივი თანმხლები პროცესია“,- განაცხადა სარჯველაძემ.
"დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება!" - ექიმი