მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ „კროკუს სითი ჰოლში" მომხდარზე უკრაინას რაიმე კავშირი აქვს - თეთრი სახლი

ჯონ კირბი

თეთრი სახლის განცხადებით, არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან უკრაინას რაიმე კავშირი აქვს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ამ ეტაპზე არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინა ან უკრაინელები ჩართული იყვნენ“, – განაცხადა კირბიმ.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში" სამი პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა ხელყუმბარა ან მსგავსი ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

მოსკოვის პირველი რეაქციები „კროკუს სითი ჰოლში" მომხდარ ტერაქტზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები