მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ მაქვს მოლოდინი, რომ სებ-ის ინტერვენციები იმ მასშტაბის იქნება, როგორც არჩევნებამდე იყო - გიორგი პაპავა

პაპავა

არ მაქვს მოლოდინი, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები იმ მასშტაბის იქნება, როგორც არჩევნებამდე იყო - ამის შესახებ ISET-ის მთავარმა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა. ის მიიჩნევს, რომ სებ-ი ინტერვენციებს მაღალი მერყეობის შემთხვევაში მიმართავს, ხოლო თუ გამოჩნდება, რომ ლარი/დოლარის კურსი წონასწორობის ახალ წერტილს პოულობს, ეროვნული ბანკის დოლარის აქტიურ გაყიდვას არ გააგრძელებს, რადგანაც ზედმეტად განხორციელებული ინტერვენციების ხარჯი ძალიან მაღალია.

“მომავალ პერიოდში, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები. არ გამოვრიცხავ, რომ მაღალი მერყეობის შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს ინტერვენციები, თუმცა თუ ვნახეთ რომ ლარის კურსი ახალ წონასწორობას პოულობს, მერე მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან მაღალია ხარჯი, როცა ზედმეტად ვახორციელებთ ინტერვენციებს და არ ვაძლევთ შესაძლებლობას ლარს ახალი წონასწორული წერტილი იპოვოს“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

აღსანიშნავია, რომ დილიდან "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში 1 დოლარის შეთავაზების ფასი 2 ლარი და 75.5 თეთრის ნიშნულზეა.

ბოლო 2 თვეში სებ-მა ლარის კურსის დასაჭერად სულ მცირე 319,5 მლნ დოლარი გაყიდა, აქედან წინასაარჩევნოდ ოთხი სავალუტო ინტერვენციის მეშვეობით 213 მილიონი დოლარი გაიყიდა. სექტემბერში Bematch-პლატფორმით 106.5 მლნ გაყიდა, ხოლო რა თანხა გაყიდა ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში Bematch-პლატფორმით, ნოემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები