პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად თეიმურაზ ხომერიკის და ნანა ყეინიშვილის წარდგენაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ამბობს, რომ კანონში წარდგენილი არ არის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც შეიძლება კანდიდატების გაწვევა მოხდეს. მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე უნდა ჩატარდეს და შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტმა უნდა მიიღოს. მისი თქმით, იმის გამო რომ კანდიდატები არ კომიტეტს არ ესწრებიან, კომიტეტის მხრიდან უარყოფითი დასკვნა იქნება.
კამათს არ ვაპირებთ. კანდიდატურა წარმოდგენილია და არ არის მექანიზმი არანაირი კანონში, სადაც მისი გაწვევა შეიძლებოდეს. სამწუხაროა, რომ დღეს არ ბრძანდებიან კანდიდატები. მე ყველას მივცემ უფლებას ბრძანოს, მაგრამ ჩვენ კომიტეტი უნდა ჩავატაროთ. თუ არ მოვიდნენ არ დაგვაფასეს, წინადადება მექნება უარყოფითი დასკვნა დავწეროთ.
ჩვენ თავის დროზე კანონით გათვალისწინებული დროით სამი დღის ადრე დავდეთ საიტზე შევატყობინეთ ადმინისტრაციას მივიღეთ თანხმობა, რომ ჩატარებულიყო დღეს ეს სხდომა. ანუ ყველა კანონი დაცულია. ჩვენ გვაქვს ორი კვირა დასამტკიცებლად კანონმდებლობით, 1 კვირა უკვე გასულია.
ჩვენ ამ კომიტეტს ვერ გადავდებთ. როგორც მოიქცნენ კანდიდატები ისეთი პასუხი გავცეთ. რაც შეეხება შემდეგში განხილვას ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, მას შეუძლია ხვალვე წარმოადგინოს ახალი კანდიდატები და განხილვაში შევიდეს. ამას ჩვენ ვერ ავყვებით, არ მინდა შეთქმულების თეორიებში ვისაუბრო. ჩავატაროთ კომიტეტი, მივიღოთ გადაწყვეტილება, ჩემი წინადადებაა უარყოფითი“, - ამბობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.
სხდომის დასრულების შემდეგ კანდიდატებს კენჭი უყარეს და მომხრე არცერთი დეპუტატი არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ არც ნანა ყეინიშვილი და არც თეიმურაზ ხომერიკი კოიმტეტის სხდომას არ დაესწრნენ.