მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვაპირებთ "რუსული კანონებით" ცხოვრებას - TI "რუსული კანონის" რეესტრში არ დარეგისტრირდება

ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ამბობს, რომ "რუსული კანონის" რეესტრში მისი ორგანიზაცია ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდება.

საქმე ის არის, რომ რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. გიგაური ფიქრობს, რომ საქართველოს ღირსეული სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რადგან მათი 1%-იც კი არ დარეგისტრირებულა რეესტრში.

"როგორც ჩვენ მრავალჯერ აღვნიშნეთ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არ აპირებს რეგისტრაციას. ჩვენ არ ვაპირებთ "რუსული კანონებით" საქართველოში ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეულ ნაბიჯები გადაიდგმება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენთვის დღეს უკვე ყველაზე მთავარი არის არჩევნები, არჩევნებზე დაკვირვება და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ პარტნიორებთან ერთად.

მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეული ქართული სამოქალაქო სექტორი გვყავს იმის გამო, რომ 1%-იც არ არის, ვინც რეგისტრირდება ამ რეესტრში. ალბათ, არ გამოუვიდა და არც გამოუვათ "რუსული კანონების" მიღება ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა გიგაურმა.

შეგახსენებთ, სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრებიდან "სირცხვილია" იყო ერთადერთი, რომელმაც რუსული კანონის რეესტრში რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, გადაწყვეტილება რამდენიმე საათში შეცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები