მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არანაირი ბუნტი არ არის, სიმშვიდეა - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკი
BM. GE
26.09.23 16:34
22
სტატიაში საუბარია:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნულ ბანკში სიმშვიდეა და ყველა თავის მოვალეობას ასრულებს.

საქმე ის არის, რომ დღეს ტელევიზიებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები პეტიციას აწერენ ხელს, რომლითაც ისინი ნათია თურნავას გადადგომას ითხოვენ.

"გადაამოწმეთ ხოლმე თქვენი წყაროები და ინფორმაცია. არანაირი ბუნტი არ არის, ყველა თავის მოვალეობას ასრულებს. სიმშვიდეა და თქვენც შეგიძლიათ მშვიდად იყოთ", - განუცხადა თურნავამ "ფორმულას". 

შეგახსენებთ, სებ-ი უკვე დატოვა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, პრეზიდენტის მრჩეველმა, ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმაც.