მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ მესტვირიშვილი - ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა მდგრადობა შეინარჩუნა

6477370e48c69
BM.GE
31.05.23 15:59
325
სტატიაში საუბარია:
ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა მდგრადობა შეინარჩუნა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა ეროვნული ბანკისთვის, რადგან ის აუცილებელია გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის.

არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ამ კუთხით სებ-მა გადახედა 2022 წელს ნოემბრის სხდომაზე კონტრციკლურ ბუფერს და გადაწყვიტა,  რომ გაზრდილიყო, და მიმდინარე წლის დასაწყისში გაზარდა 1 პროცენტული პუნქტით.

'ასევე ვაკვირდებოდით, განსაკუთრებით უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებს, რომ ამას ფინანსური სტაბილურობის რისკები არ შეექმნა მომავალში ჩვენი საბანკო სექტორისათვის. 2019 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით აქტიურად ვიყენებდით მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს, რაც დაგვეხმარა რომ ჯერ პანდემიიდან გამოწვეული შოკი და შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომიდან გამოწვეული შოკი საბანკო სექტორს მარტივად გადაეტანა. მათ შორის, საშუალება მისცა, რომ ბუფერები შეგვევსო. ჩვენ გასული წლის პანდემიის დროს მივეცით ბანკებს საშუალება რომ კაპიტალის ბუფერები გამოეყენებინათ და 2022 წელს თითქმის ყველა ბანკმა აღადგინა მანამდე გამოყენებული კაპიტალის ბუფერები. საბანკო სექტორი 2022 წლის ბოლოსაც კარგად კაპიტალიზირებული და ლიკვიდური იყო, ასევე შემცირების ტრენდი ქონდა რომელიც ეხლაც გაგრძელდა საბანკო სექტორში უმოქმედო სესხებზე.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჩვენ განვაახლეთ საზედამხედველო პოლიტიკის სტრატეგია და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ საბანკო სექტორში კონკურენციის ზრდას. ამ კუთხით რამდენიმე ნაბიჯი იყო გადადგმული პარლამენტთან ერთად. კერძოდ, დამტკიცდა ,,მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონი და ჩვენ უკვე წელს გარკვეული ნორმატიული აქტების მიღების პროცესში ვართ და იმედი გვაქვს, რომ მიკრო ბანკები გაჩნდებიან ბაზარზე და საბანკო სექტორში დამატებით კონკურენციას შემოიტანენ. ასევე, გვაქვს ღია ბანკინგის პროექტი, რაც იძლევა საშუალებას, რომ არასაბანკო მონაწილეებს ქონდეთ წვდომა, ბანკში არსებულ ინფორმაციაზე, მათ შორის კლიენტის თანხმობის შემთხვევაში ქონდეთ წვდომა კლიენტის ანგარიშებზე და სხვადასხვა სერვისი კლიენტს შეთავაზონ უკვე ფინტექ კომპანიებმა რაც ასევე დამატებით კონკურენციას ქმნის საბანკოს სექტორში “,- განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები