მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ გვაქვს ძალიან ძვირი ლარი, რომლითაც ეკონომიკა ვერ გაიზრდება“

63aa8dc4740a7
თათია ჩაფიჩაძე
04.01.23 23:55
1066
სტატიაში საუბარია:
„ჩვენ გვაქვს ძალიან ძვირი ლარი, რომლითაც ეკონომიკა ვერ გაიზრდება," - ამის შესახებ IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა მიხეილ კუკავამ განაცხადა.

მან „საქმიანი დილის“ ეთერში თქვა, რომ რეალური ეკონომიკური ზრდისთვის მთავრობამ მტკივნეული რეფორმების განხორციელება უნდა დაიწყოს და ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს.

„ეკონომიკური ზრდისთვის გვჭირდება მტკივნეული რეფორმები, განზრახვა და არა მხოლოდ სურვილები, რადგან სურვილები და ოცნებები არ ასრულდება, სრულდება განზრახვები. ეკონომიკური ზრდა არავის არ უნდა, არც ხალხს და არც მთავრობას, იმიტომ რომ იციან ამაში რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. მიმდინარე ხარჯების შემცირების გარეშე, ეკონომიკური ზრდის მიღწევა წარმოუდგენელია. მთავრობას არ უნდა ფასის გადახდა, რაც არის გადასახადების შემცირება, მიმდინარე ხარჯების შემცირება, რადგან გადასახადებს რომ ამცირებ ხარჯებიც უნდა შეამცირო. ასევე ეს არის ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია და სხვა მტკივნეული რეფორმები, რისგანაც მთავრობა ფეხს ითრევს, მას საკმარისი ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

ასევე ეკონომიკური ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკი, რომელსაც არ უნდა აუტკივარი თავის ატკივება, ეს არის პასუხისმგებლობიანი ცენტრალური ბაკი რეგიონში, მაგრამ მას აქვს ფასების სტაბილურობის შენარჩუნების მისია,რაც ზოგიერთ შემთხვევაში და ეს ზოგიერთი შემთხვევა სწორედ ახლაა, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ეკონომიკურ ზრდის მიზანს. ჩვენ გვაქვს ძალიან ძვირი ლარი, ამ ძალიან ძვირი ლარით ეკონომიკა ვერ გაიზრდება.

მარტიდან მოყოლებული უცვლელად რჩება 11%-ზე. როცა ეკონომიკური ზრდა არავის არ უნდა და ეს საიდან მოვა. მხოლოდ სიტყვით არ გამოვა, ბევრ ადამიანს უნდა კარგ ფორმაში ყოფნა, მაგრამ უმცირესობა ახერხებს, ასევე არიან ქვეყნები. ძალიან ბევრ ქვეყანას უნდა ეკონომიკური ზრდა მაგრამ მხოლოდ უმცირესობა ახერხებს.

არაერთი სიმულაციური მეთოდი აჩვენებს რომ 15-20%-იანი ინფლაციის შემთხვევაში ეკონომიკური ზრდა გიმცირდება, ჩვენ არ გვაქვს 15-20%-იანი ინფლაცია და ამდენად ასეთი მკაცრი პოლიტიკა ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას.

ზღვარი სად გადის ეს ყველა ქვეყანამ თავისით აღმოაჩინა, ზოგიერთის შემთხვევაში ეს ზღვარი არის 15%, ზოგისთვის 16%, საშუალოდ 20%-მდე მერყეობს, როდესაც ინფლაცია უკვე ეკონომიკურ ზრდას აფერხებს, ხოლო მანამდე ინფლაციის მოთოკვას ეხმარება. ჩვენთან ახლა ამ ზრდას მონეტარული პოლიტიკა აფერხებს,“ - განაცხადა კუკავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები