მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აშშ-ს ე.წ მაგნიტსკის სანქცირებულთა სია სარკისებურად აისახება სხვა ქვეყნების სიაშიც”- დავით არჩვაძე

სანქციები

სანქციები, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მირზა კეზევაძის მიმართ აშშ-მა გასულ კვირას აამოქმედა მაგნიტსკის აქტს ეფუძნება, რომელსაც აშშ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვან დამრღვევთა და კორუფციაში ჩართული პირების მიმართ იყენებს.

"სტემსქეილის" კომერციალიზაციის და გლობალური კავშირების დირექტორი დავით არჩვაძე ამბობს, რომ დასანქცირება შეიძლება ინდივიდუალური პირების მიმართ ხდება და სიაშიც მათი სახელი იწერება, მაგრამ ეს მნიშვნელოვან რისკებს ქმნის ქვეყნის მისამართით. უფრო კონკრეტულად კი საბანკო სექტორის მიმართ, რომელსაც სანქციების აღსრულება ყველა შემთხვევაში მოუწევს.

მისი შეფასებით, არსებობს მოლოდინი რომ ეს სია ქართველი მაღალჩინოსნების ხარჯზე კიდევ გაფართოვდეს. არჩვაძე აცხადებს, რომ ე.წ მაგნიტსკის სიას პრაქტიკაში იყენებენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც იგივე სიის ასახვას აკეთებენ საკუთარ სიებში, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა სანქცირებულ პირებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ სხვა ქვეყნებშიც.

“თავად მაგნიტსკის აქტის სულისკვეთება არის ის რომ მოხდეს ამ პირების აქტივების გაყინვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათი ფინანსური თავისუფლების შეზღუდვა და წვდომის შეზღუდვა ამერიკულ სიკეთეებზე. არ ვიცი რა პირობებში არიამ მაღალჩინოსნები, რომლებიც დასანქცირებულები არიან აქვთ თუ არა მათ ამერიკაში რაიმე ტიპის ქონება და უშუალოდ ამ კუთხით თუ შეეხებათ მათ სანქციები, თუმცა ვინაიდან მაგნიტსკის აქტის გადატანა მეტ-ნაკლებად და კოპირება მოახდინა ასევე კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა, ძირითადად ასე ხდება ხოლმე რომ სარკისებურად აისახება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულთა სია ამა თუ იმ ქვეყნების სიაშიც. ალბათ ყველაზე ხელშესახები იქნება ის რომ მათ შეეზღუდებათ წვდომა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემაზე.”-ამბობს სტემსქეილის კომერციალიზაციის და გლობალური კავშირების დირექტორი დავით არჩვაძე.

მაგნიტსკის სია - რას ნიშნავს აშშ-ის ეს სანქცია და ვინ ხვდება იქ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები