გამაფრთხილებელ გაფიცვას "ავერსის" თანამშრომლები შეუერთდა. 3-საათიან გაფიცვაში მონაწილეობდნენ როგორც "ავერსი ფარმას", ასევე "ავერსის კლინიკის" თანამშრომლები.

შეგახსენებთ, დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს, რომელიც 3 საათს გაგრძელდა.
პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენება იყო, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. გაფიცვას, როგორც 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე აქციებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს - ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული პირების განთავისუფლება.
გაფიცვას და მოთხოვნებს სრულად შეუერთდა და სამუშაო პროცესი შეაჩერა 400-მდე კომპანიამ. კომპანიების ნაწილმა, გაავრცელა განცხადება, სადაც თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლების მიმართ პატივისცემა და ღიაობა დაადასტურა. კომპანიების ნაწილს, არ დაუფიქსირებია არანაირი პოზიცია, თუმცა მათი თანამშრომლები, ან თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა.




























