მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბევრი ადამიანი მწერს, ხომ არ ემუქრება მათ დანაზოგებს საფრთხე" - ქადაგიძე სებ-ს მიმართავს

გიორგი ქადაგიძე

თბილისის ქუჩებში, ბოლო 5 დღის განმავლობაში მიმდინარე დაძაბული მოვლენების გამო, რაც "ქართული ოცნების" განცხადებამ განაპირობა, დღის წესრიგიდან 2028 წლამდე მოხსნას ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი ბევრ ადამიანს აქვს კითხვა, ხომ არ ემუქრება მათ დანაზოგებს საფრთხე - ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი წერს.

"90 ათიანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს საბანკო სისტემის ყველაზე დიდი მიღწევა არის კაპიტალის კონტროლის არ არსებობა, ანუ ნებისმიერი თანხის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვალუტაში გადარიცხვა, გადახურდავება, გამოტანა ყველანაირი შეზღუდვების გარეშე.რასაც პოსტში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის თანამშრომელი წერს არის კაპიტალის კონტროლის დაწესება, საბანკო სისტემის ბელორუსიზაციის პირველი ნაბიჯი.

საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia

ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მეკითხება, ხომ არ ემუქრება მათ დანაზოგებს რაიმე მყისიერი საფრთხე. საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ ვპასუხობ, რომ მათ დანაზოგებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან სისტემა საკმარისად მდგრადი და ლიკვიდურია.გააკეთეთ განცხადება რომ არ აპირებთ არანაირი კაპიტალის კონტროლის დაწესებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავთვლით რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემზადების დაწყება შეზღუდვების დასაწესებლად.აქვე დავამატებ რომ ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება უცხოური ვალუტის ოპერაციებზე გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება და გამოიწვევს უკონტროლო პროცესების ჯაჭვს.და ბოლოს საბანკო სექტორის გამაფრთხილებელი ერთდღიანი გაფიცვა იქნებოდა ძლიერი სიგნალი, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის და პროტესტს აზრი აქვს" - წერს ქადაგიძე.

საქმე ის არის, რომ პარლამენტის თანამშრომელი, გიორგი ესაკია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბოლო დღეებში ლარის გაუფასურების და მიმდინარე მოვლენების ფონზე ფინანსურ სტაბილურობას რომ საფრთხე არ შეექმნას, რიგი შეზღუდვების დაწესებაა აუცილებელი.

bm.ge-სთან გიორგი ესაკიამ განმარტა, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მისი პირადი მოსაზრებაა.

"ეს არის ჩემი კერძო მოსაზრება, რომ არ განმეორდეს ის, რაც ხდებოდა პანდემიის და რუსეთის მიერ უკრაინის აგრესიის პირველ დღეებში, როდესაც სავალუტო ჯიხურებიდან და კომერციული ბანკებიდან უცხოეთის მოქალაქეების მიერ მასიურად ხდებოდა უცხოური ვალუტის გამოტანა", - ამბობს გიორგი ესაკია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები