ქადაგიძის საუბარი სებ-ის დამოუკიდებლობაზე, ცინიზმი და შეურაცხყოფაა - ასე გამოეხმაურა პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მხრიდან სებ-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას მმართველი პარტიის კრიტიკას.
„ქადაგიძე - ბანდიტი და ადეიშვილის ხელის ბიჭი, პროკურორი, რომელიც გადაიყვანა ადეიშვილმა ეროვნულ ბანკში. ვის დამოუკიდებლობაზე მელაპარაკებით თქვენ? როგორ ბედავს საერთოდ ამის ლაპარაკს ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი. პირდაპირ ბანკებს ძარცვავდა, ატერორებდა.
მე მახსოვს "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმე. პირადად იყო ჩართული ბატონი ქადაგიძე. დღეს გამოდის და ლაპარაკობს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე. ეს არ არის ცინიზმი და შეურაცხყოფა? ამიტომ ამ ადამიანისგან არავითარ კრიტიკას არ მივიღებთ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.