მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს - ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე
29.01.24 21:55
1198

ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, “ოცნების” რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვებასთან დაკავშირებით თქვა.

"ღარიბაშვილი კორუფციული გარიგებების გამო, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავმჯდომარის.

ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის და წარუმატებელი მართვის მთავარი ფიგურაა.აქამდეც და ახლაც ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას.

"ოცნებამ" იცის, რომ მისი დღეები დათვლილია. საზოგადოებას რეალური ცვლილებები სურს. რუსული ინტერესების მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას მალე გაუშვებს ქართველი ხალხი", - ამის შესახებ “ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები