მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოიკოტს ვუცხადებთ ბიზნესს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს"- კინოოპერატორთა ასოციაცია

სკა

"საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს, რომლითაც იგი ბოიკოტს უცხადებს ბიზნესებს, რომლებმაც რუსულ კანონს დაუჭირეს მხარი და, ასევე, უარს აცხადებს სახელისუფლებო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზეც.

"საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია უერთდება კრეატიული სააგენტოების ერთობლივ განცხადებას!

ბოიკოტს ვუცხადებთ, პირველ რიგში, ნებისმიერ ისეთ აქტივობას, რაც ხელს უწყობს სახელისუფლებო პროპაგანდას. ასევე, ბოიკოტს ვუცხადებთ ყველა იმ ბიზნესს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს.

ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არცერთ სახელისუფლებო ინტიტუციასთან და ასევე, ყველა იმ ბრენდთან, ვინც ღიად დააფიქსირა თავისი არასახელმწიფოებრივი პოზიცია!

ჩვენი რესურსი არ მოხმარდება კოლაბორაციონისტ მთავრობას და ბიზნესს” - წერს GCA.

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადებები გაავრცელეს კრეატიულმა სააგენტოებმა და სტარტაპებმაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები