მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

გარეტ უორდი

გერმანიის ელჩის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდიც დაიბარეს.

ის საგარეო უწყებაში უკვე მივიდა, თუმცა შენობაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, გუშინ, საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი დაიბარეს. სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ელჩის მიმართ „აგრესიულ რიტორიკა" და „უსაფუძვლო დაბარება". "ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები