მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბურთი მთავრობის მოედანზეა“ – მიხეილ კუკავა სებ–ის კანონში ცვლილებებზე

648d4e69e68a3
ელენე კვანჭილაშვილი
17.06.23 11:05
641
სტატიაში საუბარია:
„დღეს ბურთი მთავრობის მოედანზეა“ - ამის შესახებ IDFI-ის სოციალური და ეკონომიკური მიმართულებების ხელმძღვანელმა მიხეილ კუკავამ ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–სთან მმართველი გუნდის მიერ სებ–ის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის კონტექსტში განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ვეტოს დაძლევამდე, საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მკაცრდა გააკრიტიკა და ამასთან, მშვიდად თუმცა მტკიცედ მიანიშნა, რომ ვეტოს დაძლევა ქვეყანას შესაძლოა დღეს მოქმედი მხარდამჭერი პროგრამის შეჩერებად დაუჯდეს.

IDFI-ის სოციალური და ეკონომიკური მიმართულებების ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მმართველი გუნდი დღეს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან ამოდის. თუმცა, როგორც ის ‘ანალიტიკა’–სთან აანალიზებს, საერთაშორისო მაგალითები აჩვენებს, რომ ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობის შეზღუდვა არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ, მის შემზღუდავსაც ძვირი უჯდება.

მიხეილ კუკავას ‘ანალიტიკა’–სთან თურქეთის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ „ცენტრალურ ბანკზე გავლენის მოპოვების მცდელობა მთავრობას და პრეზიდენტს ძალიან ცუდად მოუბრუნდა – მან სულ მცირე განსხვავებით მოუგო ოპოზიციის კანდიდატს“.

ინფორმაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად ცენტრალური ბანკები მაღალი ინფლაციის შესაკავებლად, მონეტარულ პოლიტიკას თანმიმდევრულად ამკაცრებდნენ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებებზე ახდენდა გავლენას, ქვეყნის ცენტრალურ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას აიძულებდა, რადგან მიაჩნდა, რომ თურქეთის ეკონომიკაზე შერბილება დადებითად აისახებოდა. ამ მიდგომამ თურქეთში ინფლაციის კიდევ უფრო დაჩქარება და ლირას მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები