მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული ტექნოლოგიების და ფინტექების განვითარება, სებ-ის პრიორიტეტი იქნება - ნათია თურნავა

6494587cc970c
გიორგი არონია
22.06.23 20:30
706
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ უწყების პირველ ვიცე-პრეზიდენტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა აირჩია. საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, ნათია თურმავამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი მმართველობის პირობებში, უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტად ახალი ტექნოლოგიების განვითარება დარჩება.

“ერთ-ერთი პრიორიტეტი რეფორმების გაგრძელება იქნება, მათ შორის ახალი და ციფრული ტექნოლოგიების შემოღება, ფინტექ-კომპანიების განვითარება და ახალი საბანკო პროდუქტების შექმნა - ვფიქრობ, ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ტექნოლოგიებს გულისხმობს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვა პროექტებთან ერთად, საუბარი ეხება ციფრული ლარის პროექტს, რომელზეც უწყება წლებია, რაც მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები