მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დააკავეს ორი პირი, რომლებმაც 1 889 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღეს

ფული

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს ორი პირი, რომლებმაც 1 889 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღეს.

"გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, დაკავებულ იქნა ორი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში, გაასაღეს საერთო ჯამში 188 900 აშშ დოლარის ოდენობის 1 889 ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული", - წერია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

2024 წელს შემოწმებულ საეჭვო ბანკნოტებსა და მონეტებს შორის 60% ყალბი იყო - ეროვნული ბანკი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები