მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

მიკრობანკები
20.11.23 17:47
345

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე იმსჯელა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ განაცხადა, „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილების განხორციელება მიზნად ისახავს ლიცენზიის მოპოვების პროცედურის გამარტივებას.

მისი განმარტებით, არსებული კანონმდებლობით ლიცენზიის მაძიებელმა მიკრობანკმა ლიცენზიის მოპოვების მიზნით ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მფლობელების ჯგუფისა და სტრუქტურის შესახებ, ასევე დეტალური ინფორმაცია ყველა აქციონერის შესახებ მფლობელობის ყველა დონეზე.

„ეს ხშირ შემთხვევაში რთულია და წარმოადგენს ბარიერებს, შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ლიცენზიის მაძიებელმა მიკრობანკმა საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ეროვნულ ბანკს წარუდგინოს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერების, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია. რაც გაამარტივებს და დახვეწს ლიცენზიის მოპოვების პროცესს“, - განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტი პლენარულ სხდომას წარედგინება განსახილველად.

მიკრობანკის ლიცენზიის მსურველს, შესაძლოა, ყველა აქციონერის შესახებ ინფორმაციის წარდგენა აღარ მოუწიოს - უმრავლესობის ახალი ინიციატივა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები