დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დასავლური სპეცსამსახურები აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ. განცხადება ანრი ბარციცმა სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე შეფასების დროს გააკეთა.
როგორც "აფხაზური ტელევიზიის" მიერ გავრცელებულ ინტერვიუში ბარციცი ამბობს, საპროტესტო აქციები "ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალებაა".
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მეოთხეა დღეა, პროტესტი გრძელდება. ე.წ. პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.