მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დატვირთვა 38.4%, ADR $50.5 - როგორ იცვლებოდა იანვრის მაჩვენებლები Airbnb-ზე წლების მიხედვით?

თბილისი

2025 წლის იანვარში, თბილისში Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტმა 38.4% შეადგინა. Galt & Taggart-ის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 0.9 პროცენტული პუნქტით აჭარბებს, ხოლო 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 14.7 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება.

რაც შეეხება საშუალო დღიურ ფასს (ADR), დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმაზე თბილისში მაჩვენებელი იანვარში $50.5 იყო, რაც ნაკლებია გასული ორი წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე, კერძოდ 2024 წლის იანვარს $3.87-ით ჩამორჩება, ხოლო 2023 წლის იანვარს - $7.86-ით.

უფრო დეტალურად, Airbnb-ზე 2019-2025 წლის იანვარში თბილისში მდებარე სასტუმროს დატვირთვის კოეფიციენტი და ADR ასე გამოიყურება:

  • 2019 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 36.4%, საშუალო დღიური ფასი $39.8;
  • 2020 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 33.2%, საშუალო დღიური ფასი $40.2;
  • 2021 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 26.7%, საშუალო დღიური ფასი $38.5;
  • 2022 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 48%, საშუალო დღიური ფასი $41.7;
  • 2023 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%, საშუალო დღიური ფასი $58.3;
  • 2024 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 37.5%, საშუალო დღიური ფასი $54.3;
  • 2025 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 38.4%, საშუალო დღიური ფასი $50.5.

რაც შეეხება ბათუმს, იანვარში Airbnb-ზე განთავსებული ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტი 33.9% იყო, რაც 2.2 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის იანვრის მაჩვენებელზე, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდზე 10.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამასთან, საშუალო დღიურმა ფასმა იანვარში $36.2 შეადგინა, რაც წლიურად $2.7-ით მეტია, ხოლო 2023 წლის იანვარზე $5.3-ით ნაკლები.

Airbnb-ზე, 2019-2025 წლის იანვარში, ბათუმში მდებარე სასტუმროს დატვირთვის კოეფიციენტი და ADR ასე გამოიყურება:

  • 2019 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 36.5%, საშუალო დღიური ფასი $34.6;
  • 2020 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 24%, საშუალო დღიური ფასი $34;
  • 2021 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 21.9%, საშუალო დღიური ფასი $37.2%;
  • 2022 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 38%, საშუალო დღიური ფასი $29.9;
  • 2023 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 44.3%, საშუალო დღიური ფასი $41.5;
  • 2024 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 31.7%, საშუალო დღიური ფასი $33.5;
  • 2025 წლის იანვარი - დატვირთვის კოეფიციენტი 33.9%, საშუალო დღიური ფასი $36.2.

ცნობისთვის, 24 თებერვალს, BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ, აპირებს თუ არა სახელმწიფო პოლიტიკური კრიზისის გამო ტურიზმში შექმნილი მძიმე ვითარებაში დარგის დახმარებას, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოწვევების შესახებ ღრმა ანალიზს აწარმოებს. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გამოწვევა მოთხოვნა-მიწოდების ნაწილშია, რასაც მათ შორის საწოლი ადგილების გაზრდილი რაოდენობაც განაპირობებს. მინისტრმა თქვა, რომ დარგის წარმომადგენლებისთვის გამოწვევაა ასევე airbnb-ისა და სასტუმროებს შორის არსებული კონკურენცია.

"ამიტომ, შეიძლება სასტუმრო ობიექტებს გარკვეული უკმაყოფილება ჰქონდეთ, მაგრამ ამას თავისი ახსნა გააჩნია", - განაცხადა დავითაშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით BM.GE საქართველოში Airbnb-ის მმართველი კომპანია Wehost-ის დამფუძნებელ, ნიკა ანჯაფარიძეს დაუკავშირდა. მისი შეფასებით, როდესაც ქვეყანაში ტურისტები არ არიან, Airbnb-ისა და სასტუმროების კონკურენციაზე ყურადღების გამახვილება რელევანტური არ არის.

“Airbnb სასტუმრო სექტორთან კონკურენციაში თავიდანვე შედიოდა, თუმცა ახლა რაც ხდება, Airbnb-ს ვერ დაბრალდება. თავის გამართლებაა. ტურისტი არ არის და რა შუაშია Airbnb”, - ამბობს ანჯაფარიძე.

wehost-ის დამფუძნებელი მიმდინარე სეზონსაც აფასებს და ამბობს, რომ ამ სეზონზე თბილისში ჯავშნები ჩავარდა და ბინებს მინიმალურ ფასად აქირავებენ. იმ იმედით, რომ დაბალი ფასების პირობებში ბინაში ვინმე მაინც შევა.

უკვე დღეს, 27 თებერვალს, კი თავად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია Airbnb-ის მონაცემების შესახებ, სადაც დატვირთვის კოეფიციენტის ზრდაზეა გამახვილებული ყურადღება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები