2024 წლის დეკემბერში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა ფიზიკურ პირებზე სულ 360 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გასცეს. სესხების ეს მოცულობა წინა თვესთან, ნოემბერთან შედარებით 7%-ით ნაკლებია, ხოლო წლიურ ჭრილში 14%-ით არის შემცირებული.
თუმცა, მთლიანად 2024 წლის განმავლობაში საბანკო სექტორის მიერ გაცემული ახალი იპოთეკური სესხების ნაკადების მოცულობამ 4.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 12%-ით მეტია. ზრდა აღინიშნებოდა ყველა თვის განმავლობაში გარდა იანვრისა და დეკემბრისა.




























