მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დეკემბერში, ჩინეთიდან ფულადი გზავნილები რეკორდულად გაიზარდა - რა თანხა ირიცხება ყოველწლიურად?

ჩინეთი

2025 წლის დეკემბერში, საქართველოში ფულადი გზავნილების გადმორიცხვები ყველაზე მეტად ჩინეთიდან გაიზარდა, თუმცა ჯამურ გადმორიცხვებში წილი მცირე რჩება.

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე აზიური ქვეყნიდან გასული წლის დეკემბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 1822%-ით 1 მილიონ 500 ათას დოლარამდე გაიზარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში გადმორიცხვების ნახევარზე მეტი სწორედ დეკემბერზე მოდის. ჯამში გასულ წელს ჩინეთიდან 2 მილიონ 662 ათასი დოლარის მოცულობის 1 000 ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. რაოდენობრივად ეს მაჩვენებელი წლიურად გაორმაგებულია, მოცულობაში კი ზრდა 180.8%-ია, ანუ თითქმის გასამმაგებულია. თუმცა გასულ წელს საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 3 მილიარდ 646 მილიონი დოლარი გადმოირიცხა და აქედან ჩანს, რომ ჩინეთის წილი მთლიან გზავნილებში მცირე - 0.07%-ია. გადმორიცხვებით რეიტინგში პირველ სამ ადგილს აშშ, იტალია და რუსეთი იკავებენ.

რაც შეეხება ჩინეთს, ფულადი გზავნილების გადმორიცხვების წლების მიხედვით დინამიკას რომ შევხედოთ, გზავნილების რეკორდული მოცულობა აზიის ამ ქვეყნიდან 2016 წელს შემოვიდა, რამაც 4.2 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ 2022 წლამდე დინამიკა კლებით ხასიათდებოდა. 2023-2024 წლებში კი მცირედი ზრდა ფიქსირდებოდა. წლების მიხედვით, ჩინეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების სტატისტიკა ასეთია:

2025 წელი - $2.6 მლნ;

2024 წელი - $948 ათასი;

2023 წელი - $932 ათასი;

2022 წელი - $812 ათასი;

2021 წელი - $865.7 ათასი;

2020 წელი - $1.3 მლნ;

2019 წელი - $1.2 მლნ;

2018 წელი - $3 მლნ;

2017 წელი - $3.9 მლნ;

2016 წელი - $4.2 მლნ;

2015 წელი - $3.3 მლნ;

ქართულ ბანკებში რუბლის და იუანის დეპოზიტები შემცირდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები