პარლამენტის ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურის, ასევე პარტია ალტ-ინფოს ლიდერების, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძის დასანქცირებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, "დღეიდან, ქართული ბანკები წინააღმდეგობაში ვარდებიან, დაიცვან ეროვნული ბანკის დადგენილება თუ დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციებს".
"ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ ოთხი პირისადმი, შსს-ს მაღალჩინოსნებისა და ალტინფოს წარმომადგენლებისადმი დაწესებული იქნა არა სავიზო, არამედ საფინანსო სანქციები, ისეთი სახის, როგორიც იქნა დაწესებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ფარცხალაძის მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკები, რომლებიც ამ პირებს ხვალიდან მოემსახურებიან, მოექცევიან საერთაშორისო სანქციების ქვეშ.
ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სანქციების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოხდება მხოლოდ ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. დღეიდან ქართული ბანკები წინააღმდეგობაში ვარდებიან-დაიცვან ეროვნული ბანკის დადგენილება თუ დაექვემდებარონ საერთაშორისო სანქციებს.
კომერციულმა ბანკებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ სანქციის აღსრულება ამ პირთა მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის საბანკო სისტემა აღმოჩნდება საერთაშორისო იზოლაციაში, რაც ფინანსური სისტემის კოლაფსის ტოლფასი იქნება", - წერს გოცირიძე.
აშშ-მა ფინანსური სანქციები ალტ-ინფოს ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძესაც დაუწესა
რა კომპანიებს ფლობენ აშშ-ის ხაზინის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშია და ზურა მახარაძე?
აშშ-მა საქართველოს კიდევ 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს, სავიზო სანქციები დაუწესა
საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს დაწესებული აშშ-ის სავიზო და ფინანსური სანქციები და რას ნიშნავს ეს?