მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, ილიაუნის სტუდენტების და ახალგაზრდული მოძრაობების მარში იგეგმება

ილიაუნი

დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდული მოძრაობები საპროტესტო მარშს გამართავენ.

მარში 19:00 საათზე ილიაუნის A კორპუსთან დაიწყება, ხოლო მსვლელობით E კორპუსის ეზოში გადაინაცვლებენ, სადაც იგეგმება სტუდენტური მანიფესტის საჯაროდ წაკითხვა.

ცნობისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისაღები სტუდენტების კვოტა დაახლოებით 14-ჯერ შემცირდა. უნივერსიტეტი წელს, საბაკალავრო პროგრამებზე მხოლოდ 300 სტუდენტს მიიღებს, მაშინ როცა გასულ წელს ილიაუნის კვოტა 4207 იყო.

"ქართული ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ილიაუნი "ტრენინგ ცენტრად"|როგორ აუქმებს „ოცნების“ რეფორმა მრავალპროფილურ უნივერსიტეტს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები