მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს "ზეთისხილის მსოფლიო დღე" აღინიშნება

ზეთისხილის ბაღი

26 ნოემბერს მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიზეთისხილის მსოფლიო დღეაღინიშნება.

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს, ბიზნესმენ გიორგი სვანიძის ინიციატივით 2019 წელს შეუერთდა. საბჭო ზეთისხილის მწარმოებელ 48 ქვეყანას აერთიანებს, რაც მსოფლიო ბაზრის 97%-ია. სწორედ სვანიძის პრეზიდენტობისას, საქართველოში "ზეთისხილის მსოფლიო დღე" დაარსდა.

„ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) საპატიო პრეზიდენტი, გიორგი სვანიძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სულ უფრო მეტი ზეთისხილის ბაღები შენდება. მისივე ცნობით, 2009 წლიდან დღემდე უკვე რამდენიმე მილიონი ზეთისხილი დაირგა და განვითარების კვალდაკვალ, კომპანია მეორე საწარმოს დედოფლისწყაროს რაიონში, ტარიბანაში აშენებს.

„ბიზნესმა გაამართლა. უკვე ძალიან ბევრმა ფერმერმა თუ თბილისელმა დაიწყო ზეთისხილის ბაღების გაშენება. ძალიან კარგია, რომ იმ მიტოვებული ტერიტორიების ათვისება მოხდა და დოვლათი მოაქვს როგორც საკუთარი ოჯახისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. წელს, ადგილობრივი ზეთისხილის ზეთი იმპორტის 50%-ს ჩაანაცვლებს. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რა არის. 100%-ით იმპორტირებულ პროდუქტში რა თანხებიც გადიოდა ქვეყნიდან, დღეს უკვე ეს თანხები ფერმერებს დარჩებათ. ქართველ ზეთისხილის მეწარმეებს დარჩებათ თანხები, რაც ექსპორტზე უნდა გასულიყო.

ქართული ზეთისხილი მსოფლიო საერთაშორისო ბაზარზე აღიარებულია როგორც უმაღლესი ხარისხის ზეთისხილი. ყოველთვის პირველ ხუთეულში ვხვდებით. თითქმის მთელი მსოფლიო ქართული ზეთისხილის ხარისხით გავაოცეთ.

მოთხოვნიდან გამომდინარე, პირველი საწარმოს სიმძლავრეც გავზარდეთ და თუ ადრე 3 ტონის გადამუშავება შეგვეძლო, ახლა დღიურად 60-80 ტონა ზეთისხილის გადამუშავება. ასევე, მომავალი წლის აგვისტოდან მეორე საწარმოც გვემატება, რომლის წარმადობა დღიურად 200 ტონა იქნება და ჯამში 80 ადამიანს დაასაქმებს“, - ამბობს ბიზნესმენი.

გიორგი სვანიძის სამომავლო გეგმა ქართული ზეთისხილის პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაა, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლოს ნატურალური და სასარგებლო უმაღლესი ხარისხის ზეთისხილის შეძენა. გარდა ამისა, კომპანია ორიენტირებულია პროდუქციის ექსპორტზე გატანაზეც, რათა წარმოვადგინოთ საქართველო, როგორც პრემიუმ ხარისხის ზეთისხილის ზეთის მწარმოებელი ქვეყანა მსოფლიოში.

ინფორმაციისთვის, Statista-ზე დაყრდნობით, 2023-2024 წელს მსოფლიოში წარმოებული ზეთისხილის მოცულობა 2.31 მლნ ტონას შეადგენდა. ხოლო წარმოებული პროდუქციის პიკური მაჩვენებელი 2021-2022 წლებში ფიქსირდებოდა. რეიტინგის მიხედვით, ზეთის ხილის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა ესპანეთია, რომლის წილიც გლობალურ რუკაზე დაახლოებით 45-50%-ს შეადგენს. შემდეგი არის იტალია, საბერძნეთი, თურქეთი და ტუნისი.

"ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს" პრეზიდენტთან გიორგი სვანაძესთან ვრცელ ინტერვიუს ხუთშაბათს, BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში შემოგთავაზებთ, სადაც საქართველოში ზეთის ხილის კულტურის მოყვანის ტენდენციებზე და განვითარების პერსპექტივებზე ვისაუბრებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები